Belive

"ლეოს ბარსელონაში დაბრუნება სურს" - ხორხე მესი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ფრანგული და ესპანური მედია საშუალებები აქტიურად სპეკულირებენ იმის შესახებ, რომ მესი "ბარსელონაში" დაბრუნებასთანაა ახლოს.

მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ის გარემოებაც ამყარებს, რომ ხორხე მესი "ბლაუგრანას" პრეზიდენტს შეხვდა და სუპერვარსკვლავის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართა მოლაპარაკებები.

ხორხე მესისა და ჟოან ლაპორტას შეხვედრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მოგვიანებით, სუპერვარსკვლავის მამამ დაადასტურა, რომ მესის "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

"ლეოს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს და მოხარული ვიქნები, თუ მას კვლავ "ბარსაში" ვიხილავ. რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" დაბრუნება ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია", - ხორხე მესი.

სხვა სტატიები