Belive

ლეონარდო ჟარდიმმა შესაძლოა პრემიერლიგის გუნდი ჩაიბაროს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სეზონის კატასტროფულად ცუდი სტარტიდან გამომდინარე, "მონაკომ" პორტუგალიელი სპეციალისტი გასულ კვირას დაითხოვა. ჟარდიმის გათავისუფლების შემდეგ, ევროპული ტაბლოიდები მისი მომავალი კლუბის თაობაზე სპეკულირებენ. უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟარდიმის კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გაგრძელდეს. პრემიერლიგის ბინადარი "ლესტერი" კლოდ პუელის ალტერნატივად ლეონარდო ჟარდიმის კანდიდატურას განიხილავს. წყაროს მტკიცებით, "ლესტერს" ჩინური კლუბებიც უწევენ კონკურენციას.  

სხვა სტატიები