Belive

ლეო ოსტიგორი: "კვარას და ოსიმენის წინააღმდეგ ვარჯიში სათამაშო დროის ტოლფასია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა, ლეო ოსტიგორმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, ახლა კი 22 წლის ქართველ ვარსკვლავს სანაკრებო მატჩში, ნორვეგიის ეროვნული გუნდის მაისურით დაუპირისპირდება, მოახლოებული დაპირისპირების და ნეაპოლურ კლუბში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

"როდესაც შენს კლუბში ბევრს არ თამაშობ, ნორმალურია, რომ ეს კითხვის ნიშნად იქცევა ნაკრების მწვრთნელისთვის, როცა არჩევანის წინაშე დადგება. ეს არის ის საკითხიო რაც ძალიან კარგად მესმის.

იმის ფონზე, რომ "ნაპოლიში" ბევრი სათამაშო დრო არ მეძლევა, თავს კარგად ვგრძნობ. ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვარჯიში, როგორებიც კვარა და ოსიმენი არიან, თამაშის ტოლფასია.

ყოველთვის ვცდილობ რაღაც პოზიტიურზე გავამახვილო ყურადღება - მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვარ და ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. არაჩვეულებრივ სეზონს ვატარებთ, გუნდში დიდი ენთუზიაზმია.

ვიცოდი, რომ გუნდში ჩემს პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენცია დამხვდებოდა, ასე რომ, ყველა ვისაც სათამაშო დრო ეძლევა ამას სრულებით იმსახურებს", - თქვა ნორვეგიის ნაკრების 23 წლის მცველმა.

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება ბათუმში 28 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები