"ლეო მესის წარმომადგენლებთან საუბარი გვქონდა" - ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი
უკვე დიდი ხანია მესის გარშემო ჭორები არ წყდება. სპორტული საიტები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ლიონელს პარიზის დატოვება სურს. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ლეომ ერთ-ერთი ვარჯიში დროზე ადრე დატოვა, რადგან გალტიეს სამწვრთნელო უნარებით უკმაყოფილო დარჩა. ამ სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ არგენტინელს "პსჟ-სთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტის რაფა იუსტეს სიტყვები გაავრცელა, რომელმიც კატალონიური კლუბის გულშემატკივრისთვის ძალიან დამაიდებელია.
"ლეო მესის წარმომადგენლებთან საუბარი გვქონდა. ლეომ იცის მას როგორ ვაფასებთ და გამიხარდება თუ დაბრუნდება. უდავოა, რომ მესის ეს ქალაქი და ეს გუნდი ძალიან უყვარს. ვიმედოვნებ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას და მისი ისტორია აქ გაგრძელდება." - განაცხადა რაფა იუსტემ.
Barça vice president Rafa Yuste: “We’ve been in contact with Leo Messi’s camp. Leo knows how much we appreciate him and I’d love for him to come back” 🔵🔴 #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 31, 2023
“For sure Messi loves Barça and the city, so we hope to find the right conditions to continue his history here”. pic.twitter.com/bUOqNUlQLs
35 წლის ლიონელ მესიმ, რომელიც 12 წლის შემდეგ “ლა მასიას” აკადემიაში იზრდებოდა და კლუბის მთავარ გუნდში პირველად 17 წლის ასაკში ითამაშა, “ბარსაში” 21 წელი გაატარა, ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა და 10 ლა ლიგა. კლუბის მაისურით მან 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა და 216 საგოლე პასი გააკეთა.