Belive

ლეო მესის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესის სურს მონაწილეობა მიიღოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი მთავარი მიზანი არგენტინის კოპა ამერიკის ტიტულის დაცვაა.

Star+ - ის დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც "ჩემპიონები, ერთი წლის შემდეგ" ჰქვია არგენტინელი ფეხბურთელი თავის მომავალზე და მიზნებზე საუბრობს

დღეს ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, არის კოპა ამერიკაზე კარგად ასპარეზობა. ვაპირებთ ბრძოლას ისევ ჩემპიონობისთვის, როგორც ყოველთვის ვცდილობდით. დრო გვიჩვენებს ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე. მე თავდაპირველად ვთქვი, რომ 39 წლის ასაკში ვერ ვითამაშებდი, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ და უფრო მეტად მინდა იქ ვიყო, ვიდრე ოდესმე. ჯერ-ჯერობით 100%-ით არ ვამბობ რომ იქ არ ვიქნები, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემი ასაკის გათვალისწინებით, ყველაზე ნორმალური ის არის, რომ ვერ ვითამაშებ, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. კოპა ამერიკაზე კარგად ვითამაშოთ და მერე შესაძლოა, რომ ასეც მოხდეს, ან არა. რეალურად თქმა ჯერ რთულია.

-ლეო მესი

სხვა სტატიები