Belive

ლეო მესის მასტერკლასი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენისა" და "მაკაბის" დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:2 დასრულდა.

არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ პარიზელები მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდნენ - მთავარ ინტრიგას შემტევი ტრიოს სტატისტიკა წარმოადგენდა. "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა სამეულმა მართლაც, რომ ბრწყინვალედ იასპარეზა. ლეო მესისა და კილიან მბაპეს ანგარიშზე 2-2 გატანილი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა - ნეიმარმა ასევე შეძლო თავის გამოჩენა გატანილი გოლითა და ასისტით.

მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ლეო მესის პერფორმანსის ამსახველი კადრები გავრცელდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები პლანეტის სუპერვარსკვლავის თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე მესიმ 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები