Belive

ლეო მესიმ პუერტო რიკოსთან გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ პუერტო რიკოსთან 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და სანაკრებო მატჩებში შესრულებული 60 ასისტით ყველა დროის რეკორდი დაამყარა. არგენტინამ მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში 0:6 გაანადგურა. მესიმ აღნიშნულ დაპირისპირებაში გაკეთებული საგოლე გადაცემებით ნეიმარს და ლენდონ დონოვანს გადაუსწრო, რომელთაც სანაკრებო დონეზე თანაბრად 58-58 ასისტი უფიქსირდებათ.

ლეო მესის ასევე პროფესიონალურ კარიერაში 400 საგოლე გადაცემამდე ორი ასისტი აშორებს. პუერტო რიკოსთან მოგებულ შეხვედრაში ალექსის მაკ ალისტერმა და ლაუტარო მარტინესმა დუბლი შეასრულეს, ერთი გონსალო მონტიელიმ გაიტანა, ერთიც ავტოგოლი იყო, რომელიც სტივენ ეჩევერის ანგარიშზეა.

სხვა სტატიები