Belive

ლეო მესიმ მორიგი გენიალური რეკორდი დაამყარა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი 1/8-ფინალური წყვილის ძალიან დაძაბული და დრამატული დაპირისპირება ვიხილეთ. არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა, ალბისელესტემ საოცრება შემოგვთავაზა, მათ 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. თავდაპირველად ეგვიპტე იასერ იბრაჰიმის და მოსტაფა ზიკოს გოლებით იგებდა, მაგრამ ზუსტად 13 წუთში არგენტინამ მატჩის შემოტრიალება შეძლო. პირველი გოლი 79-ე წუთზე კრისტიან რომერომ გაიტანა, შემდეგ 83-ე წუთზე ლეო მესიმ, ხოლო ბოლო გოლი 90+2-ზე წუთზე ენცო ფერნანდესის ანგარიშზეა.

ლეო მესიმ მორიგი გენიალური რეკორდი დაამყარა, ლეგენდარული არგენტინელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ექვს პლეი-ოფის მატჩში შეძლო გოლის გატანა.

არგენტინის ეროვნული ნაკრები 1/4-ფინალში კოლუმბია/შვეიცარიიდან გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები