Belive

ლეო მესი პარიზისკენ მიფრინავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესი სულ მალე "პსჟ"-ის ფეხბურთელი გახდება. არგენტინელი ფეხბურთელი 1 საათის წინ ბარსელონას აეროპორტში იმყოფებოდა. კატალონიური კლუბის ლეგენდა ოჯახთან ერთად პარიზისკენ გაფრინდა. მესის მეუღლემ, ანტონელამ სოციალურ ქსელში ამის შესახებ პოსტიც გამოაქვეყნა: "ამ ყველაფრის შემდეგ, ერთად, ახალი თავგადასავლებისაკენ, ჩვენ 5" ლეოს საფრანგეთის დედაქალაქში თბილისის დროით, 17:00 საათიდან ელოდებიან. ცნობილია, რომ არგენტინელი "პსჟ"-სთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი ის 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები