Belive

ლეო მესი - პარი სენ ჟერმენის მთავარი სამიზნე!

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არგენტინელი სუპერვარსკვლავის კონტრაქტი, კატალონიურ გრანდში დასასრულს უახლოვდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, "პარი სენ ჟერმენის" მესვეურები მესის გასაფორმებლად ძალისხმევას არ იშურებენ. ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელები და ნეიმარი კონტრაქტის 4-წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ლეო მესის მოისაზრებენ. მესის და ნეიმარს მოედანზე და მის მიღმა მჭიდრო ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებთ. კულუალურად გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესის ნეიმართან ერთად თამაში კვლავ სურს. TNT Sports-თან საუბარში, ჟურნალისტი მარიო ბეჩლერი ადასტურებს, რომ ნეიმარსა და პარიზულ გრანდს შორის შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტის 4-წლით გახანგრძლივების თაობაზე, ოფიციალური განცხადება უახლოეს კვირაში გავრცელდება.
111

2019 წელს, ნეიმარს კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა. მოგვიანებით ბრაზილიელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება პარიზში დარჩენაა. ნეიმარის მტკიცებით, მოვლენები რადიკალურად შეიცვალა და იგი პარიზში ბედნიერია. ნეიმარმა ასევე აღნიშნა, რომ მესისთან ერთად ერთ კლუბში თამაში სურს.
"პარიზში ძალიან ბედნიერი ვარ. მოვლენები რადიკალურად შეიცვალა - მომავალ სეზონში კვლავ "პსჟ"-ში დარჩენა მსურს. იმედია კილიან მბაპეც იგივე სურს. ფანებს ჩვენი ამ გუნდსი ყოფნა სურთ", - აღნიშნა ნეიმარმა.
მესის ტრანსფერის განსახორციელებლად პარიზელებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. შემდეგ ეტაპზე პარიზელები მესის დარწმუნებას და მისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას შეეცდებიან.  

სხვა სტატიები