Belive

ლეო მესიმ რონალდუსთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში პრინციპულ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუსთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. "ჩვენი მეტოქეობა განსაკუთრებული დუელი იყო, არის და ასეც იქნება. ეს დაპირისპირება მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება და გარკვეული დონის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება ადვილი არ არის. ჩვენი გუნდებიც ძალიან მომთხოვნი იყვნენ: "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი", რომელშიც მან ითამაშა, მსოფლიოს ორი უძლიერესი კლუბია.  როდესაც კრიშტიანუ "რეალში "თამაშობდა, ჩვენი შეხვედრები განსაკუთრებული იყო. ამ ორთაბრძოლებს ყოველთვის ჰქონდა პრინციპული სტატუსი, მაგრამ რონალდუსთან ერთად მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს. მსურს თუ არა მასთან შეხვედრა? იმედი მაქვს, რომ კრიშტიანუ კორონავირუსისგან განკურნებას შეძლებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობას მიიღებს", - თქვა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა. რამდენიმე დღის წინ 6 ოქროს ბურთის მფლობელმა კიდევ ერთი საინტერესო რეკორდი დაამყარა - ის პირველი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მიჯრით 16 სეზონში გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები