Belive

ლეო მესი: "ძლიერ რეალს ველოდები" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მოახლოებული ელ კლასიკოს შესახებ ისაუბრა. "მე ძალიან ძლიერ "რეალს" ველოდები. ახლა ისინი კარგ ფორმაში არიან. არსებობს განსაკუთრებული მატჩები, სადაც გუნდის მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ამ კლასიკოს ორივე გუნდი კარგი სათამაშო ფორმით ხვდება",-თქვა 32 წლის არგენტინელმა. ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურის გადადებული შეხვედრა 18 დეკემბერს, "კამპ ნოუზე" ჩატარდება. პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო ლა ლიგის ხელმძღვანელებმა შეხვედრის გადავადება გადაწყვიტეს.  

სხვა სტატიები