Belive

ლეო მესი: "ბარსელონაში დავბრუნდები და შეიძლება მუნდიალზეც ვითამაშო"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ მორიგი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ბევრი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის მეტად საინტერესო კი მისი სამომავლო გეგმები იყო.

"როდესაც კარიერას დავასრულებ, საცხოვრებლად ბარსელონაში დავბრუნდები, ეს ჩემი სახლია.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალიდან ყველაფერი შევინახე. კატარში გამართული ტურნირის ფინალური მატჩიდან მაისურები, ბუცები, ყველაფერი შევინახე. ისინი ახლა არგენტინის ნაკრების განკარგულებაშია და ვგეგმავ ბარსელონაში წავიღო. იქ, სადაც ყველაფერს და ბევრ მოგონებას ვინახავ.

ასაკიდან გამომდინარე, რთული იქნება 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, თუმცა მე მიყვარს ფეხბურთის თამაში და სანამ ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და ამით სიამოვნებას ვიღებ, ამის კეთებას აუცილებლად გავაგრძელებ. მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატამდე დიდი დროა, იქ თამაში კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ჩემი კარიერა", - თქვა 35 წლის სუპერვარსკვლავმა, რომელმაც თავისი ტიტულების მრავალრიცხვოვან ყულაბას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც შემატა.

მიმდინარე სეზონში ლეო მესის კიდევ 3 ტიტულის მოგების შანსი აქვს. "პსჟ" საფრანგეთის ლიგა 1-ში დამაჯერებლად ლიდერობს, საფრანგეთის თასზე და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი გამოსვლას 1/8-ფინალურ ეტაპზე გამოსვლას აგრძელებს.

სხვა სტატიები