Belive

ლეო მესი 2 უნიკალური რეკორდის დამყარების ზღვარზეა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესი და არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ სვლას ავსტრიის წინააღმდეგ გასამართ მატჩში შეეცდებიან - თბილისის დროით 21:00 საათზე, ალბისელესტე მორიგი 3 ქულის მოპოვებას, ხოლო ლეო მესი 2 უნიკალური რეკორდის დამყარებას შეეცდება.

იმ შემთხვევაში თუ ლეო მესი ავსტრიის წინააღმდეგ გოლს გაიტანს, ოფიციალურად გახდება მოთამაშე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ექნება გატანილი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მესი საგოლე გადაცემას შეასრულებს - გახდება მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი ასისტი ექნება შესრულებული.

გატანილი გოლების მხრივ ლეო მესი 1-2 ადგილს მიროსლავ კლოზესთან იყოფს - მუნდიალებზე ორივე მათგანს 16 გოლი აქვთ გატანილი, ხოლო საგოლე გადაცემებში 1-2 ადგილს ლეო მესი და დიეგო მარადონა (8) იყოფენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში არგენტინა ალჟირს დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა. სამივე გოლი ლეო მესიმ გაიტანა.

სხვა სტატიები