Belive

"ლეო გენიალურია, მაგრამ არ ვიცი მარადონაზე უკეთესი არის თუ არა" - რონალდო ნაზარიო

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

რონალდო ნაზარიომ ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა. ლეგენდარულ ბრაზილიელს ამაზე ბევრი არ უფიქრია, თუმცა ფიქრი დასჭირდა იმაზე, არის თუ არა ლეო დიეგოზე უკეთესი.

ჩემთვის მესი მსოფლიოში საუკეთესო ხუთეულშია და ყოველთვის იქნება. აი ის 5 საუკეთესო: პელე, მარადონა, მესი... ლეო გენიალურია, საოცარი, თუმცა, არ ვიცი მარადონაზე უკეთესი არის თუ არა. - ამბობს რონალდო

მესიმ გუშინდელ შეხვედრაში, სადაც ავსტრიას დაუპირისპირდა ორი გოლი გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ ორ მატჩში მესის 5 გოლი აქვს. მან ალჟირს ჰეთ-თრიკი შეუსრულა. წინ იორდანიასთან შეხვედრაა, რომელიც 28 ივნისს 06:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები