ლეგენდარული სანდრო მაცოლა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი სანდრო მაცოლა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაცოლამ მთელი კარიერა ინტერში გაატარა. 1960 წლიდან 1977 წლამდე მან საკლუბო კარიერის მანძილზე მილანური კლუბის მაისური 566 შეხვედრაში მოირგო, რა დროშიც 162 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ ინტერის ისტორიაში მაცოლა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-5 პოზიციაზეა.
იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი 70 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.
სანდრო მაცოლა ნაკრებთან ერთად 1968 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა, ხოლო ინტერთან ერთად მან 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1963/64 წლებსა და 1964/65 წლებში), ასევე 4-ჯერ გახდა სერია A-ს გამარჯვებული და 2-ჯერ დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს.
C’è chi entra nella storia. E poi c’è chi diventa la storia stessa dell’Inter.
— Inter ⭐⭐ (@Inter) September 18, 2026
Da ragazzo nerazzurro a simbolo eterno, Sandro Mazzola ha attraversato generazioni, vincendo, emozionando e tramandando l’amore per questi colori.
Brillava in campo, brilla anche ora, la stella del… pic.twitter.com/3kg2V6M2aC