Belive

ლეგენდარული ფაბიო კანავარო იუბილარია (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დღეს, 13 სექტემბერს, მსოფლიოს ლეგენდარული ფეხბურთელის, ფაბიო კანავაროს დაბადების დღეა. მას 45 წელი შეუსრულდა. იტალიელი მცველი ახლა, ჩინური "გუანჯოუ ევერგრანდის" მთავარი მწვრთნელია.  ფაბიო კავანარომ კარიერა 1992 წელს "ნაპოლიში" დაიწყო. მან ნეაპოლში 1995 წლამდე 58 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. მისი კარიერა 1995 წელს პარმაში გაგრძელდა, სადაც 2002 წლამდე იმყოფებოდა და 212 მატჩის ჩატარება მოახერხა. "პარმას" შემდეგ ფაბიომ 2004 წლამდე ინტერში გადაინაცვლა და 50 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. 2004 წელს ინტერიდან "იუვენტუსში" შედგა მისი ტრანსფერი და სწორედ "იუვენტუსში" იასპარეზა 2006 წლამდე. 2006 წელს ფაბიო კანავარომ მსოფლიში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, "რეალ მადრიდში" გადაინაცვლა და 2009 წლამდე იასპარეზა. მადრიდის "რეალში" მან 94 მატჩში, ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა. ფაბიო კანავარომ კარიერა საუდის არაბეთში, კერძოდ "ალ აჰლიში" დაასრულა. ფაბიო კანავარო ერთადერთი მცველია, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული (2006 წელს). მოგებული აქვს ასევე: წლის ფეხბურთელის წოდება (2006 წელს); ევროპის ლიგა პარმას რიგებში (1998); იტალიის სუპერ თავი 2-ჯერ (1998,1999); ესპანეთის სუპერ თასი რეალ მადრიდის რიგებში (2007); ესპანეთის ჩემპიონატი 2-ჯერ (2007,2008); იტალიის თასი 2-ჯერ პარმაში (1999,2001); მსოფლიო ჩემპიონატი (2006).

სხვა სტატიები