ლეგენდარული ხავი 20 მაისს კარიერის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს
6 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
ყატარის "ალ სადის" ნახევარმცველი, ლეგენდარული ხავი, 20 მაისს კარიერაში უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხავიმ საკუთარ Insgtagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა და ბოლო მატჩთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადება გააკეთა: "დღეს ჩემს კარიერაში უაკნასკნელ მატჩს ჩავატარებ. ახლაც მახსოვს ჩემი ბავშვობა: მქონდა ფეხბურთის თამაშის უდიდესი სურვილი, მე ფეხბურთით სიამოვნებას ჩემს ძმებთან, დებთან და მეგობრებთან ერთად ვიღებდი. დღეს, 39 წლის ასაკში, კვლავ ასეთი ენთუზიაზმით გავდივარ მოედანზე. სწორედ ამიტომ, ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: დიდი მადლობა! დიდი მადლობა ზოგადად ფეხბურთს და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი პირადი და პროფესიული ცხოვრების თანამგზავრები არიან," აღნიშნა ხავიმ.