Belive

ლებრონ ჯეიმსი: ,,მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა, ლეო მესიზე ისაუბრა, რომელიც გასულ ზაფხულს MLS-ში გადავიდა:

,,მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და მისი MLS-ში თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლეოს აქ გადმოსვლა არა მხოლოდ ზრდის ლიგის დონეს, არამედ ჩვენი ქვეყნის ახალი თაობის ფეხბურთელებს შთააგონებს.

იმისათვის, რომ მიაღწიო იმას, რაც მესიმ შეძლო, საჭიროა თავდადება, სამუშაო ეთიკა და ნიჭი. მისით აღფრთოვანებული ვარ და დიდ პატივს ვცემ. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ!'' - ლებრონ ჯეიმსი

მესი ,,ინტერ მაიამის'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

არგენტინელის ანგარიშზე ამერიკული გუნდის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები