Belive

Le Parisien: პსჟ-მ გალტიე გუნდიდან გააგდო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემა "Le Parisien"-ის ინფორმაციით, "პსჟ"-მ კლუბიდან მთავარი მწვრთნელი - კრისტოფ გალტიე გაათავისუფლა.

მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და არც ეს ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა თუ ფრანგულ გამოცემას დავუჯერებთ, 56 წლის ფრანგი სპეციალისტი პარიზული გრანდის კატარელ მესვეურებს შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ მომავალი სეზონიდან გალტიე პარიზულ კლუბში აღარ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ გალტიე "პსჟ"-ს მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ზაფხულში დაინიშნა და კლუბთან ერთად ლიგა 1-ისა და საფრანგეთის სუპერ თასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები