Belive

ლავეციმ 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინელმა მოთამაშემ, ეზეკიელ ლავეციმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. "ნაპოლის" ლეგენდარული შემტევი სპორტიდან 34 წლის ასაკში წავიდა. ლავეციმ ბოლო 4 წელი ჩინეთის ჩემპიონატში გაატარა. მან "ჰებეის" მაისური 85-ჯერ მოირგო და 35 გოლი გაიტანა.
  ეზეკიელმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა "ესტუდიანტესში" დაიწყო, რის შემდეგაც შედგა წარუმატებელი ტრანსფერი "ჯენოაში". სამშობლოში, კერძოდ კი, "სან ლორენცოში" დაბრუნების შემდეგ, არგენტინელი "ნაპოლიში" გადავიდა. სწორედ ნეაპოლურ გუნდში დატოვა ლავეციმ ყველაზე დიდი კვალი. მან იტალიელთა მაისურით ჩატარებულ 188 თამაშში 48 გოლი გაიტანა 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.
  იტალიაში გატარებული 5 წლის შემდეგ, ლავეცი 30 მილიონის სანაცვლოდ "პსჟ"-ში გადავიდა. პარიზელთა რიგებში მან 161 მატჩი ითამაშა და 35 გოლი გაიტანა.
  ეზეკიელ ლავეციმ საფრანგეთის ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო "პსჟ "-სთან ერთად, "ნაპოლიში" კი იტალიის თასს დაეუფლა. არგენტინელს 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე ოქროს მედალიც აქვს მოპოვებული, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი - ვერცხლს დაეუფლა.  

სხვა სტატიები