Belive

ლაუტარო მარტინესმა ინტერის საუკეთესო ბომბარდირებში ვიერის გადაასწრო და იკარდის გაუთანაბრდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში "ფიორენტინა" "ინტერმა" 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა მე-14 წუთზე გაიტანა.

არგენტინელი ფეხბურთელისთვის ეს გოლი "ინტერის" მაისურით 124-ე აღმოჩნდა, ამ მაჩვენებლით კი მან ლეგენდარულ კრისტიან ვიერის გადაასწრო (123) და მაურო იკარდის გაუთანაბრდა.

TOP 10

"ინტერის" კაპიტანი იტალიური გუნდის ისტორიაში ბომბარდირთა ათეულშია, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში არგენტინელმა ცენტრფორვარდმა 22 გოლი გაიტანა. სულ ლაუტაროს იტალიის ჩემპიონატში 98 გოლი აქვს.

სხვა სტატიები