საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" გაძლიერებას აგრძელებს. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა კლუბმა მათე კვირკვიას, გუჯა რუხაიას, გამოცდილი ლეგიონერის სამუელ ინკომისა და სტრაფინიაკრსტევსკის შემდეგ, იმერულმა კლუბმა ლაშა თოთაძე დაიმატა.
31 წლის მცველი, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აზიაში თამაშობდა, ბოლოს ის უზბეკური "ქიზილქუმის" მაისურის ირგებდა.
თოთაძეს საქართველოში ბოლნისის "სიონის", "საბურთალოს", გორის "დილას", "გაგრას" და ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში უთამაშია, თუმცა მისი სახელი ყველაზე მეტად "დინამო თბილისს" უკავშირდება, სადაც 2015-19 წლებში ირიცხებოდა და 102 მატჩში 14 გოლის გატანაც მოახერხა. ეროვნულ ლიგაში საჯარიმო დარტყმების ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა, დედაქალაქურ კლუბში ყოფნის დროს, "სამტრედიას" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან ერთადაც იმუშავა.