Belive

ლაშა დვალი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

7 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. გამოვლინდა ყველა ის გუნდი, რომელიც 2019/20 წლების სეზონში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნოა, რომ ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" შინ "სუდუვა" 4:2 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. ლიეტუვაში გამართული პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა, დღეს კი უნგრული კლუბი 2-ჯერ მარცხდებოდა. ქართველმა მცველმა "ფერენცვაროშის" შემადგენლობაში კვლავ უცვლელად ითამაშა.

სხვა სტატიები