Belive

ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი უნგრეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. ქართველმა ლეგიონერებმა ტიტული "ფერენცვაროშის" რიგებში მოიპოვეს, რომელმაც 30-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ბერიძის "უიპეშტს" სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ მოგებით "ფერეცვაროშმა" 69 ქულა დააგროვა და გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, უახლოეს მდევარ "პუშკაშის აკადემიას" 14 ქულით გაასწრო, შესაბამისად მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა და ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი 32-ედ მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ: ლაშა დვალი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო გიორგი ხარაიშვილი განაცხადში არ ყოფილა. მიმდინარე სეზონში, 25 წლის მცველს, რომელმაც "ფერენცვაროშთან" ერთად ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო, ყველა ტურნირზე 24 მატჩი აქვს ჩატარებული, 24 წლის შემტევმა კი 5 შეხვედრაში 1 გოლით გამოიჩინა თავი და პირველი ტიტული მოიპოვა.

სხვა სტატიები