Belive

ლაზარტე: "სუარესი ატლეტიკოში გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონში, ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს და თამამად შეიძლება ითქვას ბრწყინვალედაც. მარტინ ლაზარტე არის ადამიანი, ვინ ურუგვაელ ფეხბურთელში, წლების წინ უდიდესი ტალანტი დაინახა. ის აცხადებს, რომ სუარესის გადაწყვეტილება "ბარსელონადან" წასვლა, გამართლებული და სწორი ნაბიჯი იყო.
"დარწმუნებული ვარ ბარსელონაში სუარესის წასვლას ნანობენ, მაგრამ ვფიქრობ ეს სწორი და გამართლებული ნაბიჯი იყო." "თუმცა ისეთ სიტუაციებში, როდესაც საქმეში ხელმძღვანელობაა გარეული, ვითარება ყოველთვის რთულდება." "კატალონიური კარიერის ბოლო სტადიაზე სუარესს უკვე ეტყობოდა, რომ მისი მოტივაცია გარემოებებიდან გამომდინარე ქვეითდებოდა, თუმცა ამჟამად ის ნამდვილად ბრწყინავს და სუპერ ფორმაშია.", - აცხადებს ლაზარტე.
"ბარსელონაში" გატარებული 6 წლიანი კარიერის შედეგად, სუარესმა 4 ლა ლიგის ტიტულს, 4 კოპა დელ რეის თასს და ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მოუყარა თავი. "ატლეტიკოს" რიგებში სუარესმა 2020/21 წლების სეზონში უკვე 12 გოლის გატანა მოახერხა. "როხიბლანკო" ლა ლიგის სათავეშია მოქცეული და თანაქალაქელ სამეფო კლუბს შვიდი ქულით უსწრებს - აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" 1 მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

სხვა სტატიები