Belive

ლაპორტამ კუმანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თქმით, რონალდ კუმანი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება:

,,რამდენიმე საათის წინ, კუმანს პირადად ვესაუბრე და გადავწყვიტე, რომ რჩება. რონალდს ბარსელონა უყვარს და ამ გუნდს ენდობა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ მას მხარი დაუჭირონ,'' - განაცხადა ლაპორტამ.
ბოლო პერიოდში ესპანურ პრესაში რონალდ კუმანის ,,ბარსელონადან'' შესაძლო გათავისუფლებაზე აქტიურად იწერება. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კატალონიური გუნდი 6 თამაშის შემდეგ 12 ქულით ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. ჩემპიონთა ლიგის 2 ტურის შემდეგ კი ,,ბარსელონა'' უქულოდაა და ჯგუფის ბოლო ადგილზეა.  

სხვა სტატიები