Belive

ლაპორტამ დაადასტურა, რომ მესი პსჟ-ში გადადის

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ფლორენტინო პერესთან და ანდრეა ანიელისთან შეხვედრისას, დაადასტურა, რომ ლეო მესი კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში'' გააგრძელებს:

,,მინდოდა, რომ ლეო დარჩენილიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო... მე ყველაფერი გავაკეთე. მესი პსჟ-ში მიდის. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ დარჩენილიყო, მაგრამ ასე არ გამოვიდა,'' - ლაპორტას სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ფრანგული პრესის ცნობით, არგენტინელი, რომელიც პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს. გუშინ ,,პსჟ-ის” მფლობელის, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის ძმამ, ხალიდ ბინ ჰამად ალ თანიმ, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ მესისა და ,,პარი სენ ჟერმენს” შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულებულია და ტრანსფერი მალე დადასტურდება. მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
 

სხვა სტატიები