Belive

ლაპორტა: "უმაღლესი დონის მოთამაშეა, თუმცა, ის სიტის ფეხბურთელია"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

28 წლის პორტუგალიელი უკვე დიდი ხანია “ბარსელონას” სამიზნეა და კატალონიურმა გრანდმა რამდენჯერმე სცადა მისი შეძენა. ესპანელებმა “სიტის” პორტუგალიელის იჯარით გასხვისება სთხოვეს, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით. თუმცა, “ქალაქელებმა” უარი განაცხადეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბერნარდუსა და "ბარსელონას" გარშემო ჭორები არ წყდება. ამასთან დაკავშირებით ესპანური კლუბის პრეზიდენტმაც ისაუბრა.

„ბერნარდუ სილვა? ვნახოთ, ლა ლიგას როგორი რეაგირება ექნება ჩვენს გეგმებზე. 2015 წელს ბერნარდუს კონტრაქტი "ბარსასთან" თითქმის დასრულებული იყო. მე მის აგენტთან ერთად პორტუგალიაში ვიყავი! უმაღლესი დონის მოთამაშეა, თუმცა, ის სიტის ფეხბურთელია. სათქმელი არაფერია!" - განაცხადა ჟოან ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში “მანჩესტერ სიტიმ” “ბარსელონას” შეთავაზება ბერნარდუ სილვასთან დაკავშირებით დაბლოკა. როგორც მაშინ ესპანური გამოცემა AS წერდა, კატალონიელები პორტუგალიელის შეძენას აღარ შეეცდებოდნენ.

სხვა სტატიები