ლაპორტა: ,,სამწუხაროდ, გასულ სეზონში პსჟ-სთან ვერ ვითამაშეთ''
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჟოან ლაპორტა გასულ სეზონის საუკეთესო კლუბებად პარი სენ ჟერმენსა და ბარსელონას მიიჩნევს. კატალონიური გუნდის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში ბარსა პსჟ-ს წინააღმდეგ ითამაშებს:
,,გასულ სეზონში პარი სენ ჟერმენმა შესანიშნავად ითამაშა. მათ ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგეს. ისინი ბრწყინვალე მწვრთნელთან ერთად ულამაზეს ფეხბურთს თამაშობენ. სამწუხაროდ, შარშან მათთან ვერ ვითამაშეთ.
ვფიქრობ, ეს არის საფეხბურთო მატჩი, რომელსაც მთელი მსოფლი მოუთმენლად ელის, რადგან გასულ სეზონში ჩვენ საუკეთესოდ მომზადებული გუნდები ვიყავით. იმედია, ამ სეზონში მათ წინააღმდეგ ვითამაშებთ, რათა გავიგოთ, რომელი გუნდია უკეთესი.
ყველამ, ვისაც ეს სპორტი უყვარს, თქვა, რომ გასულ სეზონში პსჟ და ბარსელონა ყველასგან გამოირჩეოდნენ.'' - ჟოან ლაპორტა
პარი სენ ჟერმენი სეზონს 13 აგვისტოს, ტოტენჰემთან ევროპის სუპერთასის შეხვედრით იწყებს, ბარსელონა კი პირველ ოფიციალურ მატჩს 16 აგვისტოს, ლა ლიგაში, მალიორკას წინააღმდეგ ჩაატარებს.
"Everybody that likes football last season said that Barça and Paris Saint-Germain were the teams ... offering the best football of the world."
— CNN Sports (@cnnsport) August 6, 2025
Barcelona president Joan Laporta tells CNN Sports' @AmandaDCNN he hopes to come up against PSG in the Champions League this season. pic.twitter.com/LjJP8TcYzK