ლაპორტა: "მესისთან ჩემი ურთიერთობა დასრულებულია - მან ხელი არ ჩამომართვა"
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ, დაადასტურა, რომ მისი ურთიერთობა არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესისთან დაძაბულია მას შემდეგ, რაც მან კლუბი 2021 წლის ზაფხულში დატოვა და გაამხილა ინციდენტი, რომელიც მათ შორის 2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში მოხდა.
"მესისთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. „ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე, სადაც მისასალმებლად მივედი, მან ჩათვალა, რომ ერთმანეთს არ უნდა მივსალმებოდით.
მას შემდეგ, შერიგების რამდენიმე მცდელობა იყო და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ურთიერთობა დაძაბულია, მაგრამ ის ბარსელონას ლეგენდად რჩება.
რაც შეეხება მის კამპ ნოუზე სტუმრობას, ვიცოდი, რომ ის ბარსელონაში იყო, რადგან აქ არგენტინის ეროვნული ნაკრები თამაშობდა, მაგრამ სხვა არაფერი ვიცოდი, ცხადია, თუ მესის სტადიონზე შესვლა სურს, მას ამის უფლება უნდა მიეცეს, როცა ეს შესაძლებელია. ეს მისი სახლია და ასეც მოხდა.
ლეო იმსახურებს ქანდაკებას „კამპ ნოუზე“, ისევე როგორც კრუიფი - ისიც იმსახურებს პატივისცემას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამისთვის შესაფერისი დრო იქნება, როდესაც სტადიონი სრულად დასრულდება და 100 000-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს." - ჟოან ლაპორტა
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის ბარსელონას დატოვება სწორედ ჟოან ლაპორტას სახელს უკავშირდება - კლუბის პრეზიდენტმა, ფინანსური პრობლემების გამო, მესისთან ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა, რის გამოც არგენტინელმა ლეგენდამ კლუბი დატოვა.