Belive

ლაპორტა: "დემბელე კლუბში უნდა დარჩეს, ის მბაპეზე უკეთესია..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტი - ჟოან ლაპორტა, ჟურნალსიტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ დემბელესთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს და ცდილობს, რომ კლუბში დემბელე დატოვოს. "მისი დარწმუნება იმაში, რომ კლუბში დარჩეს რთულია, თუმცა არა შეუძლებელი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის..." ლაპორტამ განცხადება ესპანურ ტელევიზიაში (Tv3) გააკეთა. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ფრანგ შემტევთან მოლაპარაკება გართულებულია, თუმცა მასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს. "ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს დემბელესთან და მას დარჩენა სურს. ის შესანიშნავი მოთამაშეა. არის სიტუაციები, რომლებიც საჭიროებენ მოლაპარაკებებს იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც საუკეთესო სურთ ფეხბურთელისთვის. მე ენთუზიაზმით ვარ განწყობილი, ის მბაპეზე უკეთესია".  ლაპორტამ ასევე ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ ბოლო ტურზე ისაუბრა, სადაც "ბარსელონა" "ბაიერნს" ესტუმრება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. "ბაიერნის წინააღმდეგ სავარაუდოდ არ ითამაშებს ანსუ ფატი, რომელმაც ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით კლუბთან ერთად კვლავ არ უვარჯიშია. ველოდებით ექიმების პასუხს, თუმცა ექიმები იმედს ვერ გვაძლევენ იმის შესახებ, რომ ანსუ ფატის მდგომარეობა გამოსწორდება და შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს".     

სხვა სტატიები