Belive

ლამპარდმა ევერტონის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონის" წარმომადგენლებსა და ფრენკ ლამპარდს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც 43-წლის ინგლისელი სპეციალისტი მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლამპარდი აქტიურად მუშაობს სამწვრთნელო შტაბის ჩამოყალიბაზე და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, რამდენიმე ფეხბურთელის დამატებასაც გეგმავს. ფრენკ ლამპარდი "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2.5 წლით დაიკავებს - ოფიციალური განცხადება 31 იანვარს გაკეთდება. წყაროს მტკიცებით, ლამპარდის სამწვრთნელო გუნდში, "დერბისა" და "სუონსის" ყოფილ მწვრთნელ - პოლ კლემენს ვიხილავთ, რომელიც კარლო ანჩელოტისთან ერთად, "ჩელსიში", "რეალში", "პარი სენ-ჟერმენსა" და "ბაიერნში" მუშაობდა. ლამპარდის კიდევ ერთი ასისტენტი ჯო ედვარდსი იქნება. "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამოცდის ჩაბარება, ლამპარდს ასოციაციის თასზე - "ბრენტფორდის" წინააღმდეგ მოუწევს. პირველ პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში კი სტუმრად "ნიუკასლის" დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები