Belive

ლამინე იამალი: "ჩემს გოლებზე არ ვფიქრობ და არ ვსაუბრობ - მე გუნდისთვის ვთამაშობ"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, ესპანიოლისა და ბარსელონას დაპირისპირება გაიმართა. კატალონიური დერბი, ბარსელონას გამარჯვებით 0:2 დასრულდა, რითიც ბლაუგრანამ ჩემპიონის ტიტული 2 ტურით ადრე გაინაღდა და ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში 28-ედ გახდა.

ბარსელონას გამარჯვებაში ლომის წილი 17 წლის ლამინე იამალმა დაიდო, რომელმაც ჯერ თავად გაიტანა შესანიშნავი გოლი, მატჩის მიწურულს კი ფერმინ ლოპესს გაატანინა.

მატჩის მთავარმა გმირმა - ლამინე იამალმა, ჩემპიონობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ - ეს ჩემთვის მეორე ლა ლიგის ტიტულია და კიდევ ბევრის მოგება მოგვიწევს, რაც უფრო მახარებს.

რაც შეეხება ჩემს გოლს, სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს და ამაზე ფიქრს დიდ დროს არ ვუთმობ, რადგან რასაც ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გუნდისთვისაა.

არც ის არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს იმაზე, თუ როგორი გოლი გავიტანე - მე თამაშებზე ვარ კონცენტრირებული და გავაგრძელებ იმას, რასაც ჩემი კლუბისთვის ვაკეთებ“. - ლამინე იამალი

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში 28-დ დაეუფლა, ლა ლიგაში კი 2 ტურია დარჩენილი, რომელსაც კატალონიელთა მხრიდან ფორმალური ხასიათი ექნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლამინე იამალი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

სხვა სტატიები