Belive

ლამელა ტოტენჰემს დაემშვიდობა: ლონდონელებმა სევილიასთან ფეხბურთელი გაცვალეს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი, ერიკ ლამელა კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს. "ტოტენჰემში" გატარებული 8 წლის შემდეგ მარჯვენა ფლანგელი "სევილიას" შეუერთდება. ტრანსფერი კლუბების მიერ უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამრიგად ლა ლიგის ბინადარ კლუბთან მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ, ლამელას "სევილიაში" გადასვლა "ტოტენჰემისთვის" ბრაიან ხილის შეძენაში დამატებითი ფაქტორი გახდება, გარდა ამისა, ანდალუსიელიები ინგლისელებისგან  დამატებით 25 მილიონ ევროს მიიღებენ. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების 20 წლის ნახევარმცველს, იგი ლონდონელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 2026 წლამდე მისი ხელშეკრულება "დეზების" ხელში იქნება. არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "ტოტენჰემს" 2013 წელს, "რომადან" 30 მილიონ ევროდ შეუერთდა და 257 შეხვედრაში 37 გოლის გატანა და 47 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები