ლაიპციგმა ბარსელონას აღზრდილი მეკარე იყიდა
გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერმა "ლაიპციგმა" "ბარსელონას" აღზრდილი მეკარე შეიძინა. ხოსეპ მარტინესმა კატალონიური გრანდი 2017 წელს დატოვა და მას მერე "ლას პალმასში" თამაშობდა, ახლა კი გერმანული კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდა - "რედ ბულმა" მასში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. "ლაიპციგი" 40 ქულით ბუნდესლიგაში საუკეთესო გუნდია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.
+++ 1. Sommer-Neuzugang fix +++#RBLeipzig verpflichtet zum 1. Juli 2020 den 🇪🇸 Torwart Josep #Martinez von @UDLP_Oficial. Der 21-jährige Keeper ✍ unterschreibt einen Vertrag bis 2024. Nosotros nos alegramos de ti, Josep! 🤗 👉 https://t.co/FxFrv7U35J pic.twitter.com/hh0qTE0GCD — RB Leipzig (@DieRotenBullen) January 22, 2020