Belive

La Repubblica: "ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური გამოცემა La Republica საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ფორმის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ მიზეზის გამო, ზაფხულში მასსა და "ნაპოლის" შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება.

"კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა ევროპის ტოპ კლუბებისთვის. სწორედ  ამიტომ, "ნაპოლის" სურს, რომ ტალანტი კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეინარჩუნოს.

ამჟამად, კვარაცხელია სეზონის განმავლობაში, ხელფასის სახით სულ 1 200 000 ევროს იღებს. აურელიო დე ლაურენტისი კი მას უკვე შეპირდა, რომ განახლებულ კონტრაქტში ფინანსური პირობები გაუმჯობესებული იქნება.

თავად ფეხბურთელი ბედნიერია "ლურჯების" შემადგენლობაში თამაშით და მიიჩნევს, რომ ეს ის ადგილია, სადაც ზრდის, განვითარებისა და დიდ ფეხბურთში თავის დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა ექნება", - წერს La Republica.

21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, მიმდინარე სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში 10 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები