Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მესისა და რონალდუს წასვლით ეკონომიკური პრობლემები არ შეგვქმნია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონატიდან წასვლას ესპანეთის ლიგისთვის ეკონომიკური პრობლემები არ შეუქმნია.
"შეეხო ეკონომიკურად ლა ლიგას მესის "პსჟ"-ში წასვლა? არა, აბსოლუტურად არანაირი გავლენა. არ აქვს მნიშვნელობა, მესი დაგვტოვებს თუ რონალდუ. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ვარსკვლავის წასვლას გავუმკლავდეთ. აი, მაგალითი - სერია A-ს რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ პროგრესი არ ჰქონია. ახლახანს 8-წლიანი კონტრაქტი ფავაფორმეთ ESPN-სთან. თქვენი აზრით, აქვთ მათ ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში ესპანეთში მხოლოდ ტოპ ფეხბურთელები ითამაშებენ? არ იციან, ეს არავინ იცის. თუმცა, ხვდებიან, რომ ჩვენი ჩემპიონატი ეკონომიკურად მომგებიანია და კარგი მოთამაშეები აქ ყოველთვის იქნებიან," - ამბობს ხავიერ ტებასი.

სხვა სტატიები