Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მესის ბარსაში დაბრუნება ფეხბურთლების გაყიდვაზეა დამოკიდებული"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი “ბარსელონასა” და ლიონელ მესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კატალონიურ კლუბში არგენტინელის დაბრუნება გარკვეულ საკითხებზე არის დამოკიდებული.

"თუ "ბარსელონა" მესის დაიმატებს მისი ხელფასი იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, რაც "პსჟ-ში" აქვს. მისი გუნდში დაბრუნება ფეხბურთელების გაყიდვაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ამ ზაფხულს "ბარსა" ფეხბურთელების გაყიდვით საკმაო თანხას მიიღებს." - ამბობს ხავიერ ტებასი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონი მესისთვის ,,პარი სენ ჟერმენში” ბოლო იქნება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელის მამამ და საფეხბურთო აგენტმა, ხორხე მესიმ, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობას ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცნობა.

როგორც Mundo Deportivo წერს, ლეოს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა და ,,პსჟ-ს” სპორტული პროექტის არასტაბილურობაა.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები