Belive

ლა ლიგამ ლევანდოვსკი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის სამ შეხვედრას გამოტოვებს.

ასეთი გადაწყვეტილება სადისციპლინო კომიტეტმა პოლონელის მიერ ლა ლიგის მე-14 ტურში, ,,ოსასუნასთან'' მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო მიიღო. ლევანდოვსკიმ გაძევების შემდეგ, მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა.

შედეგად, თავდამსხმელი ,,ესპანიოლთან'' (31 დეკემბერი), ,,ატლეტიკოსთან'' (8 იანვარი) და ,,ბეტისთან'' (14 იანვარი) მატჩებში ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარშზე ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 18 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

კატალონიური გუნდი ლა ლიგის 14 ტურის შემდეგ, 37 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები