La Gazzetta: "რომას კვერნაძის დამატება იანვარში სურს - ფროსინონემ დიდი თანხა მოითხოვა"
ფროზინონემ გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება განსაზღვრა და განაცხადა, რომ ქართველ ვინგერს სულ მცირე 25 მილიონ ევროდ აფასებს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომლებიც 23 წლის ფეხბურთელს რომას უკავშირებს, კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მისი გაშვება საერთოდ არ სურს.
'La Gazzetta dello Sport'-ისა და 'Calciomercato.it'-ის ინფორმაციით, კლუბს ფეხბურთელთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს, რაც ფროზინონეს პოზიციებს საგრძნობლად ამყარებს და საშუალებას აძლევს, ზაფხულამდე ნებისმიერ შემოთავაზებაზე უარი თქვას.
#Roma pazza di #Kvernadze: pronti 25 milioni per gennaio https://t.co/BqGBu134z4
— barzacom.it (@barzacom_) September 29, 2026
Tutti i dettagli su https://t.co/aGBYur7ZqS
Entra nel gruppo Telegram: https://t.co/EtbArmZDWA 📲 pic.twitter.com/PhCzGc8ZYu
მიუხედავად ფროზინონეს ხისტი პოზიციისა, რომა ბრძოლაში ჩართვისთვის მაინც ემზადება. რომაელთა სპორტული დირექტორი ტონი დ'ამიკო აქტიურად ეძებს სწორედ კვერნაძის პროფილისა და მახასიათებლების მქონე ფლანგის თავდამსხმელს და უახლოეს კვირებში ფროზინონესთან ტრანსფერის შესახებ საუბარს გეგმავს.
ქართველი შემტევის ფასის ასეთი სწრაფი ზრდა მისი ბრწყინვალე თამაშით არის განპირობებული. სამტრედიაში დაბადებულმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, სერია A-სა და იტალიის თასზე ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, რის შედეგადაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ვინგერად იქცა.
სულ სხვა საკითხია, შეძლებს თუ არა რომა სეზონის შუაში 25 მილიონი ევროს გამოყოფას იმ ფეხბურთელის შესაძენად, რომლის შენარჩუნებასაც ფროზინონე სერია A-ში დამკვიდრებისთვის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს.