Belive

La Gazzetta dello Sport: ლეაო მილანში რჩება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანის" წარმომადგენლებსა და რაფაელ ლეაოს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე წარმოებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული იტალიური მედია საშუალება La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, "როსონერი" და რაფაელ ლეაო კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. განახლებული კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი ვარსკვლავის ანაზღაურება 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი ევრო დაემატება. ასევე ცნობილია, რომ ლეაოს გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო გახდება.

შეგახსენებთ, პორტუგალიელი ვარსკვლავი "როსონერის" 2019 წლის 1 აგვისტოს შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ლეაომ 12 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები