Belive

La Gazzetta dello Sport: "იბრასთვის ვერონასთან მატჩი მილანში ბოლო იქნება..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, 4 ივნისს, სერია A-ს ბოლო ტურში "მილანი" "ვერონას" უმასპინძლებს, ეს კი ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის მილანური კარიერის ბოლო მატჩი იქნება, თუმცა იგი თამაშში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" ახალ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, თუმცა მისი მომავალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია.

იბრა მიზნად ისახავს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა იგი ნაკრების შემადგენლობაში არ გამოიძახა, თუმცა ზლატანს სურს, რომ მის ნაკრებს 41 წლის ასაკშიც კი დაეხმაროს.

იბრა "მილანს" 163 მატჩში 93 გატანილი გოლის შემდეგ დატოვებს. ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი "მილანში" პირველად 2011 წელს გადავიდა. სადაც თასი, სუპერთასი და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო. შემდეგ 2020 წელს იგი კვლავ დაბრუნდა მილანურ გრანდში.

სხვა სტატიები