Belive

L'Equipe - ბორდო დინამო ბათუმს დავითაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,დინამო ბათუმის'' შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა, კარიერა, შესაძლოა, ,,ბორდოში'' გააგრძელოს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრანგული კლუბი, რომელსაც შეტევის გაძლიერება სურს, ,,დინამოს'' ფეხბურთელის იჯარაზე (გამოსყიდვის ვალდებულებით) უკვე შეუთანხმდა.

როგორც L'Equipe წერს, ,,ბორდო'' გუნდში სახელფასო ფონდის შემცირებაზე მუშაობს და ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სწორედ ასეთ შემთხვევაში შედგება.

ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,დინამო ბათუმის'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

,,ბორდო'' წელს საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 5 ტურის შემდეგ, 8 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები