Belive

კვირკველია და ჩაკვეტაძე რეგიონში გამოარჩიეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Kavkaz-Uzel.eu-მ 2018 წლის საუკეთესო 10 კავკასიელი მოთამაშე დაასახელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე, გიორგი ჩაკვეტაძე და საბა კვირკველია მოხვდნენ.  სტატიაში ნათქვამია, რომ გიორგი ჩაკვეტაძეზე დიდი იმედები მყარდება და თუ ასე განაგრძობს, ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს. რაც შეეხება საბა კვირკველიას, ის რუსეთის "პრემიერლიგის" ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და მასთან პირისპირ თამაში ურთულესია. საუკეთესო კავკასიელ ფეხბურთელად "არსენალის" ნახევარმცველი, ჰენრიკ მხითარიანი დასახელდა. ათეული ასე გამოიყურება:
  1. ჰენრიკ მხითარიანი (არსენალი)
  2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)
  3. მაჰომედ-შაპი სულეიმანოვი (კრასნოდარი)
  4. ალან ძაგოევი (ცსკა)
  5. აიაზ გულიევი (როსტოვი)
  6. საბა კვირკველია (ლოკომოტივი)
  7. ანდრეი სემენოვი (გროზნოს ახმატი)
  8. რუსლან კამბოლოვი (რუბინი)
  9. ოლეგ ივანოვი (გროზნოს ახმატი)
  10. ანტონ შვეცი (გროზნოს ახმატი)

სხვა სტატიები