Belive

"კვარაცხელიასა და მარადონას შედარება მკრეხელობაა" - ფაბიო კანავარო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა - ფაბიო კანავარო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი და დიეგო მარადონას შედარება უადგილოა.

"კვარაცხელიასა და მარადონას შედარება მკრეხელობაა. კვარაცხელია და ოსიმენი დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მიმდინარე სეზონის წარმატება დიდწილად მთავარი მწვრთნელის მიერ გაწეულმა შრომამ განაპირობა. სპალეტიმ კონკურენტუნარიანი და თანმიმდევრული გუნდი შექმნა.

ოსიმენმა და კვარაცხელიამ ტურინში ნაკლებად შეძლეს შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ "ნაპოლის" ჰყავდა ელმასი და რასპადორი, რომლებიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება შთამბეჭდავია", - ფაბიო კანავარო.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” უახლოეს მდევარ “ლაციოს” 17-ქულიანი სხვაობით უსწრებს და იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ტურში გაიმარჯვებს, ხოლო “ლაციო” ქულებს დაკარგავს (რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია) ნეაპოლიტანელები სკუდეტოს ნანატრ ტიტულს დაეუფლებიან.

“ნაპოლის” საჩემპიონო სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც სადებიუტო სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები