,,კვარაცხელიას საფრანგეთის ჩემპიონატი საერთოდ არ აინტერესებს'' - ფრანგი ჟურნალისტი
RMC Sport-ის ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ, პარი სენ ჟერმენისა და ლანსის მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
,,პსჟ-ს ჰყავს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც 1 პასით მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.
კვარაცხელიას საფრანგეთის ჩემპიონატი საერთოდ არ აინტერესებს... ეს უბრალოდ დაუჯერებელია. ლიგა 1-ში მისი დრიბლინგებიც კი აღარ გადის, არ გადის და მორჩა! სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველას უპრობლემოდ სცდება. ეს უკვე ანეკდოტს ემსგავსება...
სანამ გოლს გაიტანდა, საერთოდ არ ჩანდა. ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც - აჰ, მართლა, ის ხომ მოედანზეა, ძირითადშია, დამვიწყებია...'' - დანიელ რიოლო
რიოლოს, კვარაზე საუბრისას, თანაწამყვანმა ჰკითხა, ხომ არ არის ხვიჩა კრიტიკისგან ხელშეუხებელი, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა:
რა კრიტიკა უნდა იყოს? ჩემპიონი ხარ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხარ. პარიზელებისთვის რაც მთავარია, ლიგაზე ის სამაგალითოა და საუკეთესოა. აბა, სხვა რა უნდა თქვა?
დასასრულს რიოლომ აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როცა კვარაცხელია საუკეთესო მატჩს ვერ ატარებს, პირველივე შანსის გამოყენებას მაინც ახერხებს: ,,თუნდაც ამ საღამოს, როცა 28 წუთი ცუდად თამაშობდა, ადგა, პირველივე შანსი გამოიყენა და გოლი გაიტანა. ის ძალიან ეფექტურია."
მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 19 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
🗣💬 @DanielRiolo : "La Ligue 1, ça ne l'intéresse pas du tout Kvaratskhelia. Même les dribbles, ça ne passe pas alors que ça passe contre tout le monde en Ligue des champions. Mais qu'est-ce que tu veux dire ? Même en étant mauvais ce soir, il marque !" pic.twitter.com/NruPCziRan
— After Foot RMC (@AfterRMC) May 13, 2026