Belive

კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ინტერთან მატჩისთვის მზად იქნება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, ხვალ ,,ინტერთან'' შეხვედრაში ითამაშებს. ინფორმაციას ,,ნაპოლის'' ვებგვერდი ავრცელებს.

კვარამ გუშინდელი ვარჯიში მსუბუქი ტრავმის გამო გამოტოვა და სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. სწორედ ამ მიზეზით იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ქართველ ფეხბურთელს მომავალი მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა.

სერია A-ს 36-ე ტურში ,,ნაპოლი'' ,,ინტერს'' უმასპინძლებს, შეხვედრა ხვალ, 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები