Belive

კვარაცხელიამ ახმატის კარში გატანილი გოლი შაქარაშვილს მიუძღვნა (ფოტო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში "რუბინი" შინ "ახმატს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ყაზანელთა შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 53-ე წუთზე "ახმატის" კარი ბრწყინვალე სოლორეიდის შედეგად გაიტანა. მატჩის შემდეგ ხვიჩამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მან დღევანდელი გოლი გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა.
IMG_20201004_213844

სხვა სტატიები