Belive

კვარაცხელია საუკეთესო ხუთეულში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და გოლის ნომინაციებში გამარჯვებულების სია გამოაქვეყნა. რუსეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. 18 წლის ქართველმა დეკემბერში ორ შეხვედრაში ითამაშა, 1 გოლის გატანა შეძლო და ერთხელ თანაგუნდელსაც გაატანინა. წინა ტურში, კვარაცხელია "სოჭთან" შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. "რუბინი", რომელის შემადგენლობაშიც ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიოკოლაი ყიფიანიც ირიცხებიან, 19 ქულით მეცამეტე ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები